ღონისძიება ჩატარდება 2017 წლის 11-12 ნოემბერს , ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლაში (მის: წყნეთი, რუსთაველის 52).

პროექტი მოიცავს პრეზენტაციებისა და ტრენინგების ორ დღიან კურსს, რომლის ფარგლებშიც მიიღებთ ინფორმაციას:

ერასმუს + აკადემიური (ბაკალავრი/მაგისტრატურა) გაცვლითი თუ გრძელვადიანი სასწავლო პროგრამების შესახებ

მათი მოძიების გზებისა და გასავლელი ეტაპების შესახებ ☑გაეცნობით Europass–ის ფორმატის რეზიუმის, სამოტივაციო წერილისა და სარეკომენდაციო წერილის შედგენის სპეციფიკას.
 

მონაწილეობის საფასური შეადგენს 55 ლარს, რაც მოიცავს პროექტისთვის საჭირო ყველა ხარჯს 
სასტუმრო,
კვება,
ტრანსპორტირება, 
აკადემიური და სოციალური ღონისძიებები, 
პროექტისთვის საჭირო ყველა მატერიალური რესურსი).

მონაწილეები შეირჩევიან აპლიკაციის საფუძველზე. 
https://docs.google.com/forms/d/1EC9e43gQJSC8EzWAnER81vX6QVUISCfWiqCfBNY_C9Q/edit

აპლიკაციის გამოგზავნის ბოლო ვადაა 3 ნოემბერი 23:59